Tuesday, September 12, 2017
მიმარტულების მიმცემი საკვანდო კიტხვები
ზოგადი კითხვები;
1. რა არის საჭირო მოსწავლეთა ხედვის შესაცვლელათ.
2.რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი თვალსაზრისი ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით.
3.შეიძლება თუ არა რიალურად ნანახმა ისტორიულმა ძეგლებმა, სიტყვაზე უკეთესად გადმოსცეს სათქმელი.
თემატური კითხვები:
1. როგორი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიაზე საქართველოში არსებულმა ისტორიულმა ძეგლებმა და რა როლს ასრულებდა საზოგადოებაში.
2.რის თქმა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, და როგორ გვეხმარება ის საზოგადოებაში არსებული ტენდეციების განსაზღვრაში.
შინაარსობრივი კითხვები.
1. რა გავლენას ახდენს რელიგიური კულტურა ხალხის სულიერებაზე.
2.. რომელი ისტორიული ძეგლები ვიცით ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე, და რომელ ისტორიულ პერიოდებშია აგებული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ქალბატონო ლია, გადავხედე კითხვებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი საგანი განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა კარგი სასწავლო პროექტების განსახორციელებლად.
ReplyDeleteრაც შეეხება მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, პირადად მე, ჩემს პროექტში მათი ფორმულირება გამიჭირდა, რის გამოც ვფიქრობ, რეკომენდატორად არ გამოვდგები, თუმცა შევეცდები!
თუ სწორად მახსოვს... ზოგადი კითხვა უნდა იყოს ისეთი, როგორც მაგალითად ღრუბელი, თემატური- ისეთი, რომ მოსწავლემ ღრუბელში ფაფარაშლილი ცხენი და მასზე ამხედრებული მებრძოლი მეფე დაინახოს:) თემატურ კითხვაზე არ არსებობს ერთგვაროვანი და ცალსახა პასუხი, კითხვა არის განსჯის საგანი და არ აქვს ერთი კონკრეტული სწორი პასუხი. შინაარსობრივში კი დავსვამთ კითხვას, რომელიც მოსწავლეს აიძულებს, იმ ღრუბლის მეფეს, იღლიის ქვეშ გარღვეული ჯაჭვის პერანგი დაუნახოს, ანუ, დავსვამთ კითხვას, რომელსაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს- მაგ: რომელი მეფის ჯაჭვის პერანგი იყო იღლიის ქვეშ გარღვეული?:) რომელ წელს მოხდა ბრძოლა? ვისი გამარჯვებით დასრულდა? და ა.შ. გისურვებთ წარმატებას!