Tuesday, October 10, 2017

9---დღის რეფლექსია.




     დღევანდელი დღე გამორჩეული  და განსხვავებული იყო, დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, მივიღეთ რეკომენდაციები  რომელსაც გავითვალისწინებთ პროექტის განხორციელებისას.

8--დღის რეფლექსია.




       ინტელის სწავლების მერვე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ წინა სატრენინგო დღეების განმავლობაში განვლილი აქტივობები, და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლების პუნქტებზე და მასში შევიტანეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე საჭირო ჩანაწერები. მოვაწესრიგეთ პოტტფოლიო. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, ვფიქრობ მიღებული ცოდნა  დამეხმარება პროფესიულ საქმიანობაში,. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენ ტრენერს ქ. ლალის, რომელიც ენერგიას არ იშურებს მივიღოთ შესაბამისი ცოდნა.

7--დღის რეფლექსია.



დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა, განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომები, ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკებზე, რომ შევძლოთ რუბრიკის ადაპტირება მოსწავლის  ნაშრომზე.

Monday, October 9, 2017

ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლები

6-დღის რეფლექსია

როგორც წინა ტრენინგის დღეს გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა წინა დღის მასალებზე, ვისწავლეთ მომზადებული პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა, და გვერდების ჩამატება.