Wednesday, September 20, 2017

ამონარიდები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. სწავლების შედეგები და ინდიკატორები.


* ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების  წინაქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენებს და მათ  გავლენას ხელოვნებასა  საზოგადოების ყოფაზე.

* მსჯელობს ძირითადად მონათეისტურ რელიგიების  წიაღში არსებულ მსგავსებასა და  განსხვავებების  შესახებ.

*  საკლასო დისკუსიისას მსჯელობს, თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე, ავლებს პარალელებს სხვა რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანასთან.

*  მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა ურთიერთ დამოკიდებულება საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის,  სხვადასხავა ეპოქასა თუ ქვეყანაში და რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილება ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.


ისტ-XI-8  მოსწავლეს  შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურთიერთ ზეგავლენის საკითხების კვლევა.

მიმართულება---რელიგია და კულტურა.

შედეგი თვალსაჩინოა:

* მსჯელობს, ასახელებს ისტორიულ მაგალითებს, როცა ამა თუ იმ ხალხის კულტურამ, რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნის ისტორიულ კულტურულ სინამდვილეზე.

* ინდივიდიალურ ან ჯგუფური მუშაობისას  ასახელებს ქართული ხელოვნების იმ ძეგლებს, რომლებზეც  სხვა კულტურამ  მოახდინა გავლენა, ასაბუთებს თავის არჩევანს.

* ირჩევს ქართულ საკულტო თუ  საერო დანიშნულების ძეგლებს და ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნების ძეგლების  არქიტექტურასთან.

* საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპულ  და აღმოსავლურ კულტურების ურთიერთ მიმართულებაზე და  მათ გავლენას ქართველი ხალხის ხელოვნებაზე და ყოფაზე.

No comments:

Post a Comment